კომპანიის პოლიტიკა

ინტერ გაზ სერვისი (IQS) დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2007 წელს და არის ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია, რომელიც მუშაობს IQNet და DQS ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
კომპანია ინტერ გაზ სერვის ფილიალი საქართველოში ოპერირებს 2015 წლიდან. მისი ძირითადი საქმიანობაა ურღვევი კონტროლის (NDT) დეფექტოსკოპიური სამუშაოები, შედუღებითი სამუშოები, ასევე მშენებლობასა და სამოქალაქო ინჟინერიასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები.
ჩვენი მიზანია მივაღწიოთ შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის მუშაობის უმაღლეს სტანდარტებს უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი მოსაზრებების ინტეგრირებით ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტში.
ინტერ გაზ სერვის ფილიალი საქართველოში სრულად იზიარებს საქართველოში არსებულ შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკანონმდებლო მოთხოვნებს და მისი შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პოლიტიკა აგებულია ამ კანონის შესაბამისად.
კომპანია IQS რეგულარულად ზრუნავს ხარისხზე და მინიჭებული აქვს ევროპული სტანდარტების სერთიფიკატები: ISO 9001: 2015 ხარისხის მართვის სისტემაში, ISO 14001: 2015 გარემოს მართვის სისტემაში და ISO 45001: 2018 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემაში.

ინტერ გაზ სერვისის ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია კლიენტთა მაღალი ნდობა კომპანიის შრომის უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და ხარისხის მართვის სისტემის კუთხით. შპს ინტერ გაზის სერვისის ფილიალი საქართველოში მოწოდებულია უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის, კონტრაქტორის და ვიზიტორების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ისევე როგორც გარემოს დაცვა.

პასუხისმგებლობები:
კომპანიის მენეჯმენტი – პასუხისმგებლობას იღებს უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის რეგულაციების შესრულება საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, და უზრუნველყოს ამ რეგულაციების განხორციელებისთვის საჭირო რესურსები.
შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯერი – ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელებას, ჩაატაროს რეგულარული ტრენინგები და აუდიტები.
დასაქმებულები – ვალდებულნი არიან დაიცვან შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ყველა დადგენილი პროცედურა, მიიღონ მონაწილეობა ტრენინგ პროგრამებში და შეატყობინონ საფრთხის შესახებ.
სხვა პირები, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ სამუშაო სივრცეში, ვალდებულნი არიან ზედმიწევნით შეასრულონ მათზე გაცემული ინსტრუქტაჟი.
კომპანია იღებს ვალდებულებას რეგულარულად უზრუნველყოს ტრენინგები და სწავლებები ყველა დასაქმებულისთვის შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პროცედურებში.

პრევენციული ინსპექტირების მიზნით კომპანია ახორციელებს რისკების შეფასებას და მართვას რეგულარულად (პოტენციური საფრთხის გამოსავლენად); ასევე, შესაბამისი კონტროლის ღონისძიებებს გამოვლენილი რისკების შესამცირებლად.
რისკების შეფასებების პერიოდული გადახედვა და განახლება.

საგანგებო სიტუაციების მართვა:
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება და განხორციელება.
რეგულარული წვრთნების და სიმულაციების ჩატარება.
ყველა დასაქმებულისთვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურების ცოდნის შემოწმება.

უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებების ინციდენტების მოხსენება და გამოძიება:
ინციდენტებისა და გადაცდენების შესახებ შეტყობინების მკაფიო პროცედურის დადგენა.
ყველა ინციდენტის გამოკვლევა, რათა დადგინდეს ძირითადი მიზეზები.
მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.
დასაქმებულების უბედური შემთხვევებისგან დაზღვევის უზრუნველყოფა.

გარემოს დაცვა:
გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია.
ნარჩენების პასუხისმგებლობით მართვა და გადამუშავების ხელშეწყობა.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა.

დასაქმებულების ჯანმრთელობა:
ჯანსაღი სამუშაო გარემოს ხელშეწყობა.
უზრუნველყოს დასაქმებულების ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება.
უზრუნველყოს დასაქმებულების ჯანმრთელობის დაზღვევა.

მონიტორინგი და აუდიტი:
შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მართვის სისტემის რეგულარული კონტროლი აუდიტისა და ინსპექტირების გზით.
შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პოლიტიკის პერიოდული გადახედვა და განახლება საჭიროებისამებრ.
შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პრაქტიკის მუდმივი გაუმჯობესება გამოხმაურებებისა და ახალი მოვლენების საფუძველზე.

შპს „ინტერ გაზ სერვის ფილიალი საქართველოში“ ემსახურება უსაფრთხო, ჯანსაღი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას. შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ამ პოლიტიკის დაცვით, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი დასაქმებულები, გარემო და საზოგადოებები, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ.