ჩვენი საქმიანობა მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებებს:
- წნევის ქვეშ მომუშავე და სტაციონარული მოცულობითი მილსადენების, ნავთობსადენების, გაზსადენების და სხვ. ინსპექცია;
- სახიფათო სითხეების გადამზიდი ვაგონების ინსპექცია;
- სახიფათო სითხეების გადამზიდი სახმელეთო ტრანსპორტის ინსპექცია;
- შედუღებების და ფოლადის კონსტრუქციების არადესტრუქციული მეთოდით დეფექტოსკოპია;
- ლითონის ანალიზი და დესტრუქციული ხარისხის კონტროლი;
- რკინაბეტონის კონსტრუქციების დეფექტოსკოპია;
- შიდა და გარე დეკორატიული სამუშაოები;
- საინჟინრო სისტემები;
- ლითონის კოსტრუქციების შეკეთება-გამაგრება.
ჩვენი ლაბორატორია ასრულებს შედუღებების და ძირითადი ლითონის კონსტრუქციების არა-დესტრუქციულ დეფექტოსკოპიას სხვადასხვა ფიზიკური მეთოდის გამოყენებით (ულტრაბგერითი ტესტირება, რადიოგრაფიული ტესტირება, კაპილარული კონტროლი, გაჟონვის კონტროლი, ვიზუალიზაცია და გაზომვის კონტროლი).