ულტრაბგერითი გამოკვლევა არის მაღალი სიზუსტის, მობილური და მაღალ-ეფექტური დეფექტების გამოკვლევის მეთოდი. დროულად ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, შესაძლებელი იქნება სარისკო ან დაზიანებული უბნების წინასწარი იდენტიფიცირება და აღდგენა, რითაც შესაძლებელი იქნება თავიდან არიდებულ იქნას სახიფათო შემთხვევები.
ეს არის უსაფრთხო და მაღალეფექტური მეთოდი შესაძლო დეფექტების განსასაზღვრად. ამ მეთოდის გამოსაყენებლად საჭიროა სპეციალურად დატრენინგებული სპეციალისტები, უახლესი აპარატურა და დამხმარე საკონტროლო საშუალებები. გარდა ამისა, საჭიროა სპეციფიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად გამოსაკვლევი ზედაპირის მომზადება ზედამხედველობის ქვეშ.