მაგნიტურფხვნილოვანი დეფექტოსკოპია ეს არის მიკრობზარების მაგნიტური ფხვნილის ან სუსპენზიის საშუალებით აღმოჩენის მეთოდი. იგი განკუთვნილია ყველა სახის თხელი ლითონის ზედაპირების და შიდა ზედაპირების დეფექტების აღმოსაჩენად. ასეთი დეფექტები შეიძლება იყოს – ბზარი, ნაკაწრი, თიაქარი, კონგლომერატი და უბნები, რომლებიც არ არის კარგად შედუღებული.
მაგნიტური დეფექტოსკოპია მოიცავს არა-დესტრუქციული დეფექტოსკოპიის მეთოდების კომპლექსს მასალის ხარისხის შესამოწმებლად და დეფექტების აღმოსაჩენად (რკინა, ნიკელი, კობალტი, და მთელი რიგი შენადნობები).
ამ მეთოდით შესაძლებელია დეფექტების აღმოჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ჩნდებიან მასალის ზედაპირზე ან მცირე სიღრმეზე (არა უმეტეს 2-3 მმ-ზე).