![Visual-Dimensional control Visual-Dimensional control](http://iqs.ge/wp-content/uploads/2017/12/Visual-Dimensional-control.jpg)
ვიზუალურ-განზომილებრივი ანუ ოპტიკური ტიპის შემოწმება არის არა-დესტრუქციული დეფექტოსკოპიის ერთ-ერთი მეთოდი. იგი დაფუძნებულია შესამოწმებელი მასალის საწყისი მონაცემების შეგროვებაზე ვიზუალური დაკვირვებით ოპტიკური ხელსაწყოს (VDC) და გამზომი მოწყობილობის გამოყენებით. ეს არის ორგანოლეპტიური კონტროლი, რომლის დროსაც გამოიყენება მხედველობის ორგანო.